23:06 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 10:54:05, 1066 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - მე ვარ ევროპელი და მოვდივარ იმისთვის, რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო

„მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს და იმ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, რომელიც ჩატარდა, გადავწყვიტე, მოვსულიყავი“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გადაცემაში „დებატები 2018" განაცხადა.

„მე პრინციპში დღეს აქ არ უნდა ვყოფილიყავი იქიდან გამომდინარე, რა ტიპის კამპანიაც ჩატარდა, მაგრამ რადგანაც მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს, გადავწყვიტე, რომ ამის მიუხედავად აქ ვყოფილიყავი.

დღეს ტარდება პრეზიდენტის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევნები, ამიტომ ამომრჩევლის წინაშე წარდგენილი ვარ როგორც იმ ემიგრაციის შვილი, რომელმაც ერთი საუკუნის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის გაგრძელება არის საბჭოთა პერიოდის დასრულება. მე ვარ ამავე დროს ევროპელი და მოვდივარ იმისთვის რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics