22:30 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 15:15:06, 1119 ნახვა

კომენტარი
უგულავა: ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება, რომ სისტემის მაფიოზური მართვის და ძალადობის აისბერგის წვერი არის ივანიშვილი

"შემაშინებელი არაადეკვატურობის გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება, რომ სისტემის მაფიოზური მართვის და ძალადობის აისბერგის წვერი არის ბიძინა ივანიშვილი", - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

უგულავას თქმით, ივანიშვილი კორუფციული გარიგებების ყველანაირ დეტალშია ჩართულია.

„რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ეთერში, პირდაპირ შემაშინებელი არაადეკვატურობისა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ის მაფიოზური სისტემა მართვის და ძალადობის, მთავრდება და აისბერგის წევრი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება რომ, მთელი ის სიგარეტის საგა, რომელიც თავისთავში სასამართლო პროცესებსაც მოითხოვს, ანუ „ფილიპ მორისთან“ დავას, წაგებას, დარიცხვას - ამ სქემას, სადაც ჩხარტიშვილი მონაწილეობდა, მთლიანად ივანიშვილისგან იმართება და მისგან გამოდის", - განაცხადა უგულავამ. 

ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ეს ადამიანი ჩართულია კორუფციული გარიგებების ყველანაირ დეტალში და ამავდროულად არაფერზე, რაც სახელმწიფოს და ხალხს სჭირდება, პასუხისმგებლობას არ იღებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ჩართულია კვადრატული მეტრების ზომვაში საკუთარი ჩინოვნიკების სასახლეების და ამავდროულად არ იცის სოციალური დახმარების სისტემა როგორია დღეს ქვეყანაში ან ის, რომ მის მთავრობას მე-4 წელია უკვე პენსია არ გაუზრდია. ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშინებელ მართვის სტრუქტურას, რომელსაც კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან და ეს არის ჩვეულებრივი, მაფიოზური, „პახანური“ მმართველობა. ეს უნდა დავასრულოთ 28 ოქტომბერს“, - აცხადებს გიგი უგულავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics