|
2018-10-23 18:08:25, 1153 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურთს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა. ლევან იზორიამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს თავდაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც ერთი ქართული ქვედანაყოფი უკვე გადამზადდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება. საუბრის ერთ-ერთი თემა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების კუთით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის უწყებათშორისი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო. ლევან იზორიამ და გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ კავოლიმ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებაზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ამ კუთხით აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) შესაძლებლობების განვითარებაზეც იმსჯელეს. ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)