|
2018-10-23 12:29:37, 1896 ნახვა
სამართალი
სამტრედიაში, დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს
სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის ავტომობილებიდან აკუმულატორების ქურდობის ფაქტზე დააკავეს, რის შემდეგაც მან დეპუტატის სახლის გაქურდვაც აღიარა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ., ქურდობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ევროკავშირი ლაიფციგში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვას ამზადებს
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)