|
2018-10-23 10:07:40, 1845 ნახვა
სამართალი
შსს-ში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - კახა საბანაძე და ნინო ჯავახაძე დაესწრნენ. მინისტრის მოადგილეებმა მართლწესრიგის ოფიცრებს სამსახურში დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს. ახალდანიშნული მართლწესრიგის ოფიცრები ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ. ისინი მომავალი 5 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან სპეციალური მომზადების კურსს, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდებიან და საქმიანობას შეუდგებიან. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე შერჩეულმა სამოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა გადამზადების სრული კურსი უკვე გაიარა და ისინი თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან. მართლწესრიგის ოფიცერი ორიენტირებულია პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებაზე ორიენტირებულ მიდგომებს. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას. ასევე, მისი ფუნქციაა დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და სხვ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და სისტემური განახლების პროცესში დაინერგა, რადგან სამინისტროს მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)