|
2018-10-21 18:37:56, 1799 ნახვა
პოლიტიკა
შსს ფარულ ჩანაწერებზე მოკვლევას აწარმოებს
შს მინისტრი გიორგი გახარია ფარულ ჩანაწერებზე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიება კი იმის მიხედვით დაიწყება თუ ჩანაწერის შინაარსიდან რომელიმე დეტალი მაინც დადასტურდება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა. „ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)