|
2018-10-21 12:05:17, 1621 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბიშვილმა ექიმებისგან ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი სტატისტიკაა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მედიცინის სფეროს განვითარებისთვის ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. „ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა. დღეს საინტერესო შეხვედრა მქონდა ექიმებთან. იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი, რაც არსებობს საქართველოში ამ სფეროში და რისი განვითარებაც შეგვიძლია. მედეას ქვეყანა მედიცინის ქვეყნად უნდა ვიქცეთ და უფრო განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ექიმების მზად არიან, ჩაერთონ და ერთად ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და ძალიან სწრაფად ისევ შევიკრიბებით, რომ ამ მიმართულებით უფრო ჩამოვყალიბდეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. NS
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)