|
2018-10-20 14:37:34, 1473 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: არის საკითხები, რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის
„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია",- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და შშმ პირები მისი, როგორც პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ. „არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია. ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომელთაც სჭირდებათ არამხოლოდ რამდენიმე პანდუსი იქა თუ აქ, არამედ ზრუნვა. როგორც პრეზიდენტი, მაგრამ როგორც დედა ვთვლი, რომ რაღაცა ფორმით ესენი ჩემს მფარველობაში უნდა იყვნენ. ვაპირებ ჩართული ვიყო ყველა იმ საკითხში, რაც ეხება ადამიანურ, სოციალურ, ჯანდაცვის უფლებებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)