|
2018-10-19 11:54:39, 1036 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა
21-24 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლ რიჩარდ გალაჰერი. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრის დასრულებისას, მინისტრები ერთობლივ პრესკონფერეციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, პოლ რიჩარდ გალაჰერი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს, რომელსაც პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან. პოლ რიჩარდ გალაჰერი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)