20:50 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 22:57:33, 1548 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია: სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერს - რაღაც კომბინაციაა სხვადასხვა საუბრების

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოსაქვეყნებლად მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი საუბრის ჩანაწერს ამზადებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“- ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები გეგმავენ გაავრცელონ მასსა და ექს პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის ფაბრიკაცია.

მისივე განცხადებით, ამავე წყაროს საშუალებით ჰქონდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან.

„მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო  ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამია იმ ჩანაწერის შინაარსზეც საუბრობს, რომლის გამოქვეყნებას საგამოძიებო უწყებები გეგმავენ. მისი განმარტებით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

„დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან გინდა სხვასთან. და მათშორის ის საკითხები როგორ დავხმარებოდით მას აქციებში. როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ რომ  ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი ,რომ  მას დაეხმაროს. პირიქით, ის უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას  უკვე ნიღაბიც ახეული აქვთ, სახეც ახეული აქვთ და აღარაფერი აღარ ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics