20:50 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 16:02:27, 1247 ნახვა

კომენტარი
მარიამ ჯაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა უნდა მოხდეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი.

კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინება მოითხოვა.

„განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ გვყავს არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი ინკლუზიური თეატრის, განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აზდაკის ბაღის“ თეატრი, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის აბსოლუტურად უნიკალური და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, თუ მუნიციპალურ დონეზე უნდა შეუწყოს ამ უნიკალურ დასს ხელი, რომ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი პროფესიული დასის ხელშეწყობა მოხდეს. ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გადავიტანთ სამუშაო ფორმატში და გთხოვთ, გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინება მოხდეს ინკლუზიური თეატრის მიმართულებით ზოგადად, რომელიც მოიცავს თავის თავში აზდაკის თეატრის შესაძლო მხარდაჭერას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics