|
2018-10-16 18:52:43, 2135 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია: პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები დადგმულია
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს. გვარამიამ "ჩანაწერების შექმნაში" ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა. „რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ნიკა მელიას მოულოდნელად დაესხა თავს, რომ მას წამოსცდა რაღაც პირდაპირ ეთერში. ეს წამოცდენა იყო არა ნიკა მელიასი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის. სწორედ ამ ჩანაწერის შინაარსისკენ წაიყვანა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ თავის შენიშვნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ დანაშაულში არა პირველ დანაშაულში, არამედ ახლა შექმნილ დანაშაულებრივ ჩანაწერში, რომლითაც ცდილობენ უმძიმეს კრიმინალურ მოვლენებს დააფარონ ხელი და ჩაფარცხონ, გარეულია არა მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოები, არამედ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელობაც, პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე, რომელმაც გუშინ თავის ყველასთვის აუხსნელი ჩაკითხვით თუ ჩართვით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიგვანიშნა იმაზე, რომ ის საქმის კურსში იყო, რომ ამგვარი დანაშაულებრივი ჩანაწერი ითხზვებოდა კულუარებში. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენ ასევე ვადანაშაულებთ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის და მივიჩნევთ, რომ იგი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)