|
2018-10-16 17:15:26, 1763 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, გეორგე ნუკე მარინის შეხვდა. გიორგი გახარიამ რუმინეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დახმარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ და გეორგე ნუკე მარინმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არარეგულარული მიგრაციის მართვას ხელს შეუწყობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)