|
2018-10-16 15:29:17, 1676 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის შვედეთის ახალ ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და შვედურ მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება გაეთვალისწინებინა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო-განათლების კუთხით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებასა“ NATO-GEO და სწავლებაში „მტკიცე სული“ Agile Spirit ჩაერთვება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)