|
2018-10-16 15:02:33, 1720 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანი: კალანდიას დაჭერა უნდათ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა ?
მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის და პარლამენტის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული, სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს. კერძოდ, იგი ამბობს, რომ გამოძიებას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას „გაწირვა“ უნდა. ის ასევე აცხადებს, რომ საქმის მტკიცებულებების გაყალბება ხდება. „ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდა გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რეებს აკეთებენ..?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე... უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს სად იქნება... დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ყავს... არც ჩემებს ყავს და არც არავის...“, - მიმართავს მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)