20:06 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 19:58:18, 1916 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს

მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომელთა საზღვარგარეთ სწავლასაც ბიუჯეტი აფინანსებს და აღნიშნა, რომ ამ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება უნდა მოხდეს.

"ჩვენგან, მიდის ძალიან ბევრი სტუდენტი. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს რომ მე გავუშვებო, მაგრამ ამ ფონდით ვერავის ისე რაოდენობრივად ვერ გაუშვებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ სხვადსხვა ქვეყნებში. პრობლემა სად არის – ის კი არა, რომ ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, ის კი არა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები არა გვყავს, ის კი არა, რომ იქაც არ ასახელებენ საქართველოს და ბოლომდე არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, ის კი არა, რომ არ ბრუნდებიან როგორც უწერიათ თავიანთ ხელშეკრულებაში რაც, წასვლისას რაზედაც აწერენ ხელს. პრობლემა ის არის, რომ როცა ბრუნდებიან,სახელმწიფო ვერ ხვდება როგორც უნდა დახვდეს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება რომ "ბოდიში მაგრამ თქვენთვის ადგილი არა გვაქვს" და ისინი ისევ მიდიან. ეს არის ის რაც ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი,შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება. იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით და ვნახოთ როგორ შეიძლება, რომ ესენი მოვახმაროთ იმ ქვეყანას რომელმაც მათთვის დახარჯა თავისი ბიუჯეტის თანხები.ეს არის სწორი მიდგომა და ეს ქვეყანა ასევე ამით უნდა გაძლიერდეს", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics