|
2018-10-15 17:29:01, 2640 ნახვა
სამართალი
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში იმყოფება. საგამოძიებო უწყება ჯაფარიძეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხავს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ. ჯაფარიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის დაიწყო. შეგახსენებთ, ჩანაწერი გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებას გაურიგდა, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება მის ერთგულებას ჯეროვნად ვერ აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე დაიწყო. ამასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ი.პ.-ს, პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)