|
2018-10-12 11:38:07, 1500 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - გამარჯვებაა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
„იმ დროის განმავლობაში, რაც მე წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ძალიან დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და რომელიც წლებია უკვე არღვევს სხვადასხვა ვალდებულებებს, რაც დაკისრებული აქვს ევროსაბჭოს მხრიდან",- ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციისთვის, რომლებიც იგივე თემებს ლობირებდნენ, მაგალითად, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთისათვის, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. „მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ ნაცრისფერ ზონებში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას და მონიტორინგის დაშვების საკითხს. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა იმ დამკვირვებლებთან, რომლებიც ჩამოდიან ევროსაბჭოს ასამბლეიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და ასევე, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან და მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საერთო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი სესია იყო. ამ კვირის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, რაც რთულად მიღწევადი იყო და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ევროსაბჭოში",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)