|
2018-10-11 18:16:31, 1722 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი უგულავას განცხადებაზე: ეს არის მორიგი ტყუილი -სიცრუე, ამ პარტიის საყვარელი საქმიანობაა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას იმის თაობააზე, რომ „ქართული ოცნებას" მხარდამჭერები ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს" უერთდებიან. „სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან ქართული ოცნების წევრები, ეს არის მორიგი ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ძალიან საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ეს ლოგიკურია ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია სულ უფრო მეტად კარგავს , როგორც წვრებს, ისე მხარდამჭერებს" - განაცხადა ტვ პირველის ეთერში რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პოლიტიკური პარტიის დაშლის პროცესს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)