|
2018-10-11 15:50:46, 1873 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მასზე ვრცელდებოდეს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის. მისივე შეფასებით, ეს პროცესები, საპარლამენტო ასამბლეის წევრებს აწუხებს. „არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოში იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესია, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა დაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც დაიწყო მუშაობა საპროცედურო ცვლილებებზე. „მე ვფიქრობ, რომ პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)