|
2018-10-10 17:47:39, 1457 ნახვა
სამართალი
ყიფიანი: ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი, ამაზე მიმბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სრული სისულელეა
სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანი, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირებას კატეგორიულად „რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიმბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა, ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მით უმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან“, - განაცხადა ყიფიანმა პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში. რაც შეეხება გამოძიების კითხვას - „მოწმეთა განმარტებით, 2016 წელს თქვენ ოფისში მისვლისას განაცხადეთ, რომ ოთარ ფარცხალაძე მისივე ოფისის სარდაფში ფიზიკურად გაგისწორდათ და გემუქრებოდათ გაუპატიურებით, ასევე თქვენ სახეზე გეტყობოდათ ფიზიკური ძალადობის კვალი, რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეალობას და თუ მიმართეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას?“ - ყიფიანმა ასე უპასუხა: „აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია. ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილის აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შერაცხყოფაზე, როგორც აღვნიშნე არის ინსცენირება და დადგმულია ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. მისი ტქმით, უცხოელი პარნიორებისათვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდით ფიზიკურ ანგარიშწორებასა და შეუარცყოფაზე. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არანაირ კონფლიქტს, ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად, არანაირი სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიმიმართავს“, - აცხადებს ყიფიანი.
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
თაზო დათუნაშვი - მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)