|
2018-10-10 13:53:25, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეპუტატები საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს დადებითად აფასებენ. დეპუტატების განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს უმსხივილესი პარტნიორია ვაჭრობის მიმართულებით და ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას განაგრძონ სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება, რათა მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დეპუტატები ხაზს უსვამენ მედიის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კორუფციის დონეს. "10 წლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ევროპარლამენტის მომხსენებლის ანდრეს მამიკინსის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში. მამიკინსი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს დასახული მიზანი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. "საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს კარგად ასრულებს. ასევე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო რეჟიმის პროცესში. თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკური ემიგრაცია, შრომითი უფლებები, კორუფციის მაღალი დონე, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები. ევროპარლამენტი და ევროკავშირი გააგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას", - ამბობს მამიკინსი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)