|
2018-10-09 14:47:26, 1825 ნახვა
სამართალი
შსს: ოჯახში ძალადობის ფაქტზე 16 პოლიციელი ამხილეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა. „ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინა შიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება. ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი 8 პოლიციელს დაეკისრა.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)