|
2018-10-09 13:47:52, 1642 ნახვა
სამართალი
შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები 9-დან 4%-მდე შემცირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის საქმიანობის ანგარიში დღეს მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მისი განცხადებით, დარღვევების შემცირება საზოგადოების პროგრესის მაჩვენებელია. „ამ დეპარტამენტის ფუნქციებად ჩვენ მაშინ გამოვკვეთეთ: ქალთა მიმართ ძალადობის, ყველა სახის სიძულვილით და დისკრიმინაციის საფუძველზე დანაშაულის, არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის და სხვა სახის დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშულით პრევენციის და მათი გამოძიების ხარისხის ამაღლება. ეს გახლავთ კრიტიკული მნიშვნელობის თემა ჩვენთვის, ჩვენ ყველას კარგად გვემის, რომ ამას აქვს სამოქალაქო-სოციალური დატვირთვაც. ეს უბრალოდ ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეს მიანიშნებს. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ, რომ დღეს ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ სერიოზული პროგრესი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წამოდგენილი სტატისტიკით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი; ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო - 9%, 2018 წლის 9 თვეში - 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) - 4%; რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი ამჟამადაც გრძელდება.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)