|
2018-10-08 20:04:31, 1668 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ბურჭულაძის მეუღლისგან „იავნანას“ თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე პასუხები ვერ მივიღეთ
საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, კითხვებს აჩენს პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სამოგზაურო ხარჯები, თუმცა სასამართლოში გამოკითხვზე ფონდის თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით ანგელა ვასილენკომ კონკრეტული პასუხები არ გასცა. ბრალდების მხარეს ასევე აინტერესებს, რამდენად უკავშირდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში ვასილენკოს ვიზიტები ფონდის საქმიანობას. „გამოძიებას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის საკმაოდ ხანგრძლივ დროის მონაკვეთში ცხოვრება სასტუმროში და ამის ანაზღაურება ფონდის თანხებიდან რამდენად წარმოადგენდა ფონდის მიზანს. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა წლების განმავლობაში ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების დაფინანსება უშუალოდ ფონდის თანხებიდან, კონკრეტულად რა მიზნებით მიემგზავრებოდა ის საქართველოდან და რა მიზნებით ჩამოდიოდა საქართველოში,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. პროკურორის თქმით, მოწმემ მხოლოდ ზოგადად ისაუბრა მის საქმიანობასა და იმ ფუნქციებზე, რაც ფონდში ჰქონდა, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ვერ გაიხსენა. „ვასილენკომ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდთან მიმართებაში მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ, სასტუმროში პაატა ბურჭულაძისა და მისი ცხოვრების ხარჯების საკითხზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთრებაში თბილისში იყო კერძო სახლი, ამ ბინაში ცხოვრობდა მოხუცი ქალბატონი, რომელთან ერთად ცხოვრებაც არ იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ასევე სტუმრების საუზმე გულისხმობდა პაატა ბურჭულაძისდა მის დასწრებას. სწორედ აქედან გამომდინარე განმარტა მან სასტუმროში ცხოვრების ხარჯები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რა მიზანს ახორციელებდა უცხოეთში ვიზიტების დროს. დაკითხვამდე ჩვენ არაერთი კითხვა გაგვაჩნდა ფონდის თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ გამოკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ვერ მიოვიღეთ. გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია მტკიცებულებების მოპოვების პროცესი. ვიდრე მტკიცებულებათა მოპოვება და მათი ანალიზი არ დასრულდება, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საგამოძიებო უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვასილენკო 4 ოქტომბერს ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. პროკურორის თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს ბურჭულაძის მეუღლის გამგზავრების შესახებ ადვოკატებმა საგამოძიებო უწყებას აცნობეს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)