19:15 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 13:29:43, 1380 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე გვარამიაზე: წარმოუდგენელია, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის დევნისკენ მოუწოდებს

„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება.

„ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც  რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.

 როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics