|
2018-10-06 16:15:25, 2076 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრას დაესწრნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ. აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრას პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და - თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი ტიფანი პეტროსი დაესწრნენ. მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, ასევე, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნატო-საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)