|
2018-10-06 13:34:13, 2538 ნახვა
სამართალი
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მცხეთის იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გახსნა. უწყების ცნობით, სიახლე საპილოტე რეჟიმში, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. „ადგილზე უკვე მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამედიცინო პუნქტში 4 ექიმი დასაქმდა, რომლებიც მომავალში იზოლატორში მოთავსებულ პირებს ადგილზე გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას. შერჩეულმა ექიმებმა, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში შესაბამისი გადამზადება გაიარეს. წლის ბოლომდე, სამედიცინო პუნქტების გახსნა, ეტაპობრივად სხვა იზოლატორებშიც მოხდება. პროექტი, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)