|
2018-10-05 13:36:02, 2774 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ საბჭოთა სტილის კამპანია ვითარდება
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ შეხვედაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. "ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად, პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ ვითარდება და რომელიც უკვე ყველა ზომას და ზღვარს გადასცდა. წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა, და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება. საჭიროა, რომ ყველამ იცოდეს და მეც გავავრცელო, თუ რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)