|
2018-10-05 11:36:09, 2857 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ, საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ზურაბიშვილმა აგვისტოს თვეში 12 შემომწირველიდან 51 101 ლარი მიიღო. სექტემბერში კი, 113 პირისგან მიიღო შემოწირულობა, ჯამში პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შემოწირულმა თანხამ 329 475 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ზურაბიშვილმა საკუთარ თავსაც შესწირა. მისი შემოწირულობა 40 ათას ლარს შეადგენდა. შემომწირველებს შორის შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი ვახტანგ ლაღიძეა, რომელმაც ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)