|
2018-10-05 11:12:56, 2822 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ჯავახაძე UNHCR-ის აღმასრულებელი კომიტეტის 69-ე სესიაზე საქართველოს სახელით მოხსენებით წარსდგა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) აღმასრულებელი კომიტეტის 69-ე სესიაზე საქართველოს სახელით მოხსენებით წარსდგა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში დევნილების პრობლემაზე და ქვეყნის ოკუპაციის საკითხზე. აგრეთვე, მოხსენებაში საუბარი შეეხო ლტოლვილთა გლობალური კრიზისის გადაჭრაში სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ასევე შეხვდა შვეიცარიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შვეიცარიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული ტენდენციები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)