|
2018-10-04 19:06:28, 2088 ნახვა
სამართალი
„ქველმოქმედებას შემოწირულობების მხოლოდ 30% ხმარდებოდა" - პროკურატურა „იავნანას“ საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ფონდ „იავნანას“ საქმეზე პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე გამოძიება სამ ძირითად მიმართულებას სწავლობს. „პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათავლისწინებით, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის საქვემლოქმედო ფონდ იავნანას ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ამ დროისათვის, საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების მიზანია დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ. ამ ეტაპზე გამოძიება სწავლობს სამ ძირითად მიმართულებას: პირველი ეპიზოდი შეეხება პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას. უნდა აღინიშნოს, რომ პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა დახარჯა 700 000 ლარამდე, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში. მეორე ეპიზოდი ეხება საქართველოში პაატა ბურჭულაძის სასარგებლოდ გაწეულ სასტუმრო მომსახურების ხარჯებს. დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო პაატა ბურჭულაძის სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა პაატა ბურჭულაძის ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მითუმეტეს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს - კეთილმოწყობილი ოფისი, სადაც შესაძლებელი იყო შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე. აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ამ უკანასკნელს ქონება გამოეყენებინა ფონდის მიზნებისათვის. ამ ნაწილში დგინდება, რომ ფონდმა ერთ-ერთ საწარმოს იჯარით გადასცა ხსენებული უძრავი ქონება, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რესტორანი, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოეყენებინა ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებელობა. შედეგად, ფონდმა ვერ მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა უდედმამო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ფონდის სხვა მიზნებს. ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხმების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის ცოლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი - დაახლოებით 25 000 ლარი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 337 000 ლარს შეადგენს. ამჟამად, საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)