|
2018-10-04 11:41:52, 2153 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს გენმდივანი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი უნდა თქვას. მანვე დასძინა, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა და ქვეყანას წევრობასა და რეგიონების დათმობას შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს. "დღევანდელმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ კომისიის სხდომა სასიკეთოა როგორც ნატო-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ეს თანამშრომლობა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას, ერთმანეთის დაცვას და ერთად დგომას უსაფრთხოების საერთო გამოწვევების წინაშე. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან და დღევანდელ შეხვედრაზე ეს პოზიცია ყველა მოკავშირემ გამოხატა. ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის. დღეს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. მივესალმებით იმ პროგრესს რომლიც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია და მოვუწოდებთ, აღებული კურსი გააგრძელოს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)