18:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 19:44:42, 1878 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს

ისეთი ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში  ადამიანის უფლებები ირღვეოდეს,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი  არასდროს შეეგუება ისეთ რეალობას, რომელშიც  2012 წლამდე გვიხდებოდა ცხოვრება“.

„ ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ერთად გამოიარა ტერორი, „საკნების აქციები“ და ის არასდროს იყო ჩვენგან შორს. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი გაგრძელება იქნება მისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის პოსტზე. საქართველოს სჭირდება ასეთი პრეზიდენტი“,-აღნიშნა მან.

გედევან ფოფხაძემ მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვისას ყურადღება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პერიოდზე გაამახვილა და იპოდრომზე მისი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„მახსოვს 2006 წელს გამართული  შეხვედრა, როდესაც  ქალბატონი სალომე ოპოზიციაში ახალი გადასული იყო. ჩამოსული გახლდათ ბორჯომში. იმ შეხვედრას ჩვენთვის ძალიან იმედიანი ხასიათი ჰქონდა, რადგან ეს იყო ახალი ტალღა ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით იყო აღჭურვილი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო კავშირები და ჰქონდა ძალიან დიდი პორფესიული ღირსებები, მაშინ გადაუდგა სააკაშვილის რეჟიმს.ყველას გვახსოვს იპოდრომზე გამართული შეხვედრა და  ქართულ საზოგადოებაში არსებული ემოცია, რომ არის რესურსი ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის“,-დასძინა მან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics