18:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 19:04:05, 3546 ნახვა

კომენტარი
ყიფიანი - ოქუაშვილმა მთხოვა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც უცხოელი პარტნიორებისთვის უნდა წარედგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა, შესთავაზა ფარული ჩანაწერების გაკეთება, რომელიც მისი უცხოელი პარტნიორებისთვის წარსადგენად სჭირდებოდა.

ყიფიანის განმარტებით, ამით ოქუაშვილი პატნიორებს დაარწმუნებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებს და ამით გადასახადების გადავადებას შეძლებდა.

ამასთან, სპორტის ყოფილმა მინისტრმა განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოებასა და ოჯახს ბოდიში მოუხადა.

„მოგახსენებთ, რომ რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველამ მინდა იცოდეს, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან. ისე წარმოჩენილი რომ აქ მიგზავნილი ვიყავი - არა და არა. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი როგორც სახელისუფლებო ისე ბიზნესის წარმომადგენლობასთან რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ალბათ ეს შეიძლება იყოს სასაცილოც კი, ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში, მან მთხოვა ბოლო შეხვედრისას მივსულიყავი მასთან და დამიხატა ასეთი სურათი: რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, რომ ჩვენ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომატირებელი მასალა, ის მპირდებოდა რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში რათა დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისი დავალიანებების, რომელიც მას გააჩნდა ასევე უცხოელ პარტნიორებთან, გადავადება. შესაბამისად ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოში, ამის გამო ის მომელაპარაკა“, - განაცხადა ყიფიანმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics