|
2018-10-03 17:27:43, 1987 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობას არ ადასტურებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობას არ ადასტურებს, თუმცა თეორიულად, მსგავსი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, ეს თემა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა. „ბატონმა კარასინმა ჟურნალისტის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია. მე ვადასტურებ, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ან კონკრეტულად რაიმე მოსამზადებელი სამუშაოები ამის შესახებ არ მიმდინარეობს და არც არსად არის რაიმე მსჯელობა. ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრა ალბათ უნდა შედგეს და მასზე, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, რაღაც თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას და შეხვედრა შეხვედრისთვის არავის სჭირდება. თუ იქნება ალბათობა იმისა, რომ ასეთ ჭრილში მომზადდება ეს შეხვედრა, მას ძალიან სერიოზული მუშაობა და მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება. ვიმეორებ, ახლა ეს არ ხდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)