|
2018-10-03 14:47:00, 2028 ნახვა
სამართალი
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მემორანდუმს ხელი პარიზსში მოეწერება. „იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით და პრემიერ-მინისტრის ინსტრუქციის შესაბამისად დავასრულეთ საკმაოდ რთული და კომპლექსური მოლაპარაკებები პარიზში შტაბბინის მქონე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი. 20 დეკემბერს მე მექნება პატივი, საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურთან ერთად, პარიზში ხელი მოვაწერო საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის თანამშრომლობის და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ამბიციაც გახლავთ საქართველოს ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება, რაც წარმოუდგენელი იქნება შესაბამისი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის გარეშე. მომორანდუმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ მუშაობას საარბიტრაჟო შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ამისათვის მხარეები ვიღებთ ერთწლიან ვადას. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მოხდეს დღეს საქართველოს ბაზარზე მომუშავე არბიტრების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება და გაძლიერდეს საქართველოს სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ცენტრი, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა, რომ მოცულობითი და საერთაშორისო არბიტრების ჩართულობით საარბიტრაჟო კომერციული დავები განეხილა. როდესაც ჩვენ ერთი წლის თავზე შევაჯამებთ ერთობლივი ძალისხმევის შედეგებს, მემორანდუმის თანახმად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვსაზღვროთ ფორმა, რა ფორმითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი გააკეთებს საქართველოში თავის წარმომადგენლობას ან ფილიალს - რა ფორმით იქნება ეს, ამაზე ერთი წლის თავზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამას ამბობს ეს მემორანდუმი, რომელიც პრაქტიკულად, რთული მოლაპარაკებების შედეგად გზას გვიხსნის ჩვენ, ქვეყანას, რომ მომავალში გავხდეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ჩვენი რეგიონის ამ სიტყვის ფართო გაგებით. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიცოდეთ, რომ ეს მემორანდუმი ვერ იქნებოდა ხელმოწერილი, მოლაპარაკებები ვერ დამთავრდებოდა წარმატებით, რომ არ გასჩენოდა საარბიტრაჟო სასამართლოს იმის მყარი განცდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის არბიტრაჟის პროცედურების შესაბამისი; რომ ჩვენს მოსამართლეებს აქვთ საერთაშორისო და ქართულ საარბიტრაჟო სამართალში შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამის გარეშე ქვეყნებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები არ თანამშრომლობენ. მე მინდა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასაც მივულოცო ეს შეფასება - ეს წარმატებაა, რადგან მემორანდუმის საფუძველი არის სწორედ ჩვენი მოსამართლეების კვალიფიკაცია საარბიტრაჟო ჭრილში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)