22:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 14:22:37, 1925 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი  რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. 

დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც ჩემი მთავარი თემა იყო ტოლერანტობა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი ფასეულობა და რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, იმ აგრესიის მიუხედავად, რომელიც დღეს ქვეყანაში  და საზოგადოებაში არსებობს და ძალიან ასუსტებს ჩვენს ქვეყანას შიგნიდანაც და გარედანაც.  ასევე, გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე კულტურაზე, რადგან ამ რეგიონში, საზღვრისპირა მყოფ რეგიონში კულტურასა და იდენტობას აქვს დიდი დატვირთვა და ის, რომ ეს ხდებოდა მესხეთის თეატრში, რომელმაც აქამდე  ცოცხალი მოიტანა ეს კულტურა, შეინარჩუნა ენა, ეს არის ძალიან დიდი საქმე და მინდა, რომ ამას ხაზი გაესვას, რადგან მე ვიქნები ამ კულტურის ელჩი ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებასთან და ასევე, ქვეყნის გარეთ, რადგან ჩვენი კულტურა არის ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ კულტურული საგანი, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი განუყოფელი საკითხი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში ამომრჩეველთან შეხვედრაზე. 

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ტურადღება გაამახვილა რეგიონებში კულტურის დაცვისა და განვითარებუს მნიშვნელობაზე:

"როგორც კულტურის ელჩი ვიქნები ყველა კუთხით, ეს იქნება ახალი არამატერიალური იუნესკოს სიაში რომ შევიტანოთ მაგალითად მესხეთის ტერასები, რომელიც მიმაჩნია, როგორც მეგრული ოდა, ეს ყველაფერი უნდა გავიტანოთ და დავარეგისტრირებინოთ, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლები და ასევე, როგორც ელჩი ვიმუშავებ იმაზე, რომ ჩვენს თურქ კოლეგებთან ტაო-კლარჯეთის პროგრამები განვავითაროთ კიდევ უფრო და ამაში გამოვიყენოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც უთუოდ უნდა იყვნენ ჩართულნი დაფინასებისა თუ ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით." - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics