18:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 11:19:50, 944 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: გაერო-ს გენერალური ასამბლეა კარგი შესაძლებლობა იყო გვესაუბრა რუსულ ოკუპაციაზე

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, გაერო-ს 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა, იყო კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ რუსულ ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ესაუბრა. 

მისივე თქმით, საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს. 

"ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ ეს გამოწვევები, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ და, ამავდროულად, გავახმოვანეთ ის გზები, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი ინიციატივებით ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებას. ბუნებრივია, აქ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება და მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics