|
2018-10-03 10:12:20, 1743 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 6 წლის წინ ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს უარი უთხრა
6 წლის წინ, ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. „ამ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ", ქართველ ერთან ერთად უდიდესი გამარჯვება მოიპოვა - მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ. ქვეყანამ მიაღწია წინსვლას ყველა სფეროში და პროგრესი ხელშესახებია. „მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ევროპული ქვეყანა, და მივაღწიოთ ჩვენს საერთაშორისო მიზნებს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის და ნატოს სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)