18:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 19:44:05, 1359 ნახვა

კომენტარი
მერაბიშვილის მეუღლე - ძალიან ადვილია ვიზუალურადაც შეამჩნიო, რაც სჭირს ვანოს

„ძალიან ადვილია ვიზუალურადაც შეამჩნიო რაც სჭირს ვანოს“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მკურნალობა, რომელიც მერაბიშვილს ჩაუტარდა. უშედეგოა.

„ხუთი გამოკვლევის შემდეგ, არის მხოლოდ სიმპტომალური მკურნალობა ჩატარებული, რომელიც არის უშედეგო. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მეუღლის მონახულება სურს და ამის უფლებას არ აძლევენ.

„კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. განცხადება შევიტანეთ და ჯერჯერობით დაკმაყოფებული არ არის. ადვოკატმა შეიტანა ეს განცხადება, რომ უნდა მოვინახულოთ და არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ჯერჯერობით“, - აღნიშნა სალაყაიამ.

ცნობისთვის ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან დღეს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაიყვანეს. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, მერაბშვილის გადაყვანა დამატებით გამოკვლევის ჩატარების მიზნით მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics