|
2018-10-02 15:26:16, 1702 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური "ომეგა ჯგუფის" ბრალდებებს პასუხობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია "ოჯთ"-ს საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით". "დღეს ომეგა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური პირდაპირ დაადანაშაულო სიცრუის ტირაჟირებაში. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია ოჯთ-ს საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 2015 წელს, ოჯთ-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35’203’170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1.358.919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134.371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს. 2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი; 2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი. დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში,
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)