|
2018-10-02 10:39:37, 1728 ნახვა
სამართალი
ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს. იგი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ იმიყოფება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, მერაბიშვილი კლინიკაში 12 სექტემბერსაც იმყოფებოდა. როგორც იმ დროისთვის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებდნენ, მერაბიშვილს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ მერაბიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. „ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)