|
2018-10-01 18:24:52, 1743 ნახვა
პოლიტიკა
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე იმსჯელებენ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხება ასევე ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი, ტიფანი პეტროსი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)