18:07 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 15:57:35, 2068 ნახვა

კომენტარი
„ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს“ - ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფესთან გააიგივა

"ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლესი ისტორიის სიმბოლო", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფესაც შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება ქვეყნის ევროპელობას განასახიერებს. 

"ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროს ვიხილავთ. ამით ჩვენ შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან მმართველ გუნდს მაქსიმალური მობილიზაციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური მობილიზაციისკენ, თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. ლომის წვლილი მის გამარჯვებაში მისი ისტორია და მოღვაწეობა იქნება, თუმცა ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics