|
2018-10-01 12:39:12, 1537 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ერთი მსახიობის თეატრსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს ერთი მსახიობის თეატრსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს. „ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ ისურვებს, ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოქუაშვილს მოუწევს თითოეული თეთრისა და ლარის გადახდა, რომელიც ბიუჯეტში აქვს გადასახდელი. შეხვედრა შედგა. მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ვიყავი ძალზე ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ პერიოდში სამწუხაროდ, დააგროვა ვალი ბიუჯეტში. პირადად ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან -ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც. ოქუაშვილი გადაიხდის თითოეულ თეთრსა და ლარს საქართველოს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)