|
2018-09-29 11:03:36, 2181 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირველი ყველაზე ნათელი მსხვერპლია
„საქართველო რუსეთის საგარეო აგრესიული პოლიტიკის უშუალო და პირველი ყველაზე ნათელი მსხვერპლია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა და გლობალურ უსაფრთხოებაში ქვეყნის როლზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ნაწილი. რამდენად ჩანს და რამდენად გამოჩნდება - ეს ჩვენი მიზანი და ჩვენი მუშაობის მიმართულება უნდა იყოს. მაგრამ საქართველოს კონტექსტი, გლობალურ უსაფრთხოებაში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ქვეყანა ვართ, არის უმნიშვნელოვანესი. პირველი, არის ის ნეგატიური ასპექტი, რომელიც საქართველოს ამ თვალსაზრისით მიეწერება და ეს არის ის, რომ საქართველო არის რუსეთის საგარეო აგრესიული პოლიტიკის უშუალო და პირველი ყველაზე ნათელი მსხვერპლი. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ნათლად დავინახოთ ის, თუ როგორია რუსეთის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მას ეხსნება საშუალება მოქმედებისთვის და რას ხედავენ სამწუხაროდ რუსი პოლიტიკოსები თავისი სახელმწიფოებრივი და საგარეო პოლიტიკის ქმედების თვალსაზრისით და მარტივად რომ შევაფასოთ, ეს არის მეზობელი ქვეყნისთვის თავისუფალი არჩევანის აკრძალვა ძალადობრივი გზით. ეს არის ის, რაც დაიწყო ჩვენთან 1990-ანებში, ის, რაც მოხდა 2008-ში. სამწუხაროდ, იგივე სცენარი განმეორდა უკრაინაში 2014-ში. ეს არის ერთი ნეგატიური კონტექსტი და ამ კონტექსტის გააზრება არის პრობლემების გადაწყვეტის წინაპირობა. მეორე კონტექსტი არის ჩვენი, როგორც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ქვეყნის კონტექსტი რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამ მხრივაც, საქართველო არის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გლობალური ევრაზიული თანამშროლმლობის, ეკონომიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქმნის ალტერნატივას. მესამე, საქართველო, როგორც პასუხისგებლიანი მოთამაშე გლობალურ უსაფრთხოებაში. ჩვენი მებრძოლები არა მხოლოდ ავღანეთში, მალისა და აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, არამედ ათწლეულების განმავლობაში - ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან - და ეს უკავშირდება წინა პრეზიდენტებს, მათ გადაწყვეტილებებს - პასუხისმგებლიან როლს თამაშობდნენ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში. ათწლეულების განმავლობაში გლობალურ უსაფრთხოებაში ჩვენ ჩვენი პოზიტიური წვლილი შეგვქონდა. ამ სამივე ნაწილში საქართველოს ძალიან მნიშნვნელოვანი როლი აკისრია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)