18:06 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 18:19:57, 2196 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - სამომავლოდ ყველას ვურჩევ, ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან და იუსტიციის სახლებს კანონით დადგენილ ვადებში მიმართონ

„იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრმა მოქალაქეებს ურჩია, მომავალში ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან და იუსტიციის სახლებს კანონით დადგენილ ვადებში მიაკითხონ.

„რადგან დღეს არის პარასკევი და  კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით იყო დადგენილი, რომ 1 ოქტომბრამდე უნდა აეღოთ ტაქსის ლიცენზია, რომელიც, სხვათა შორის, პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ − ეს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ჩქარობს და დღეს ცდილობს, დღის ბოლომდე მიიღოს ეს სერვისი, დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებულად გადატვირთული, რადგან დღეს კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეა.

რატომღაც, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მოიცადა ბოლო დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც შეეძლოთ, მშვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ. მაგრამ მინდა, სიმშვიდისკენ მოვუწოდო ყველას. ჩვენ დღეს 16 საათამდე 6. 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ დღეს დღეში 8.500 ადამიანს ვემსახურებით. რიგში დგას კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ ეჩქარებათ, 1-ლ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში. ამიტომ ვნებათაღელვის  საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, მომავლისთვის ყველას ვურჩევ, რომ ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან. როდესაც კანონი გვიდგენს ვადას, ამ ვადის განმავლობაში მივიდეთ იუსტიციის სახლებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცმის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. იუსტიციის სახლის ცნობით, ხსენებული ორი კონკრეტული სერვისი ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებლ პირთა საქმიანობის რეგისტრაციაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics