|
2015-06-08 17:47:00, 1618 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს აპატურაი: თავდაცვის მინისტრი ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში ისაუბრა. ჯეიმს აპატურაიმ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მუშაობა შეაფასა: „საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიცი, რომ ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მინდა დავრწმუნდე, რომ ერთად - რადგან ეს ერთობლივი ცენტრია - განვსაზღვროთ რა მიზანს ემსახურება და რა არის საჭირო განხორციელების ფაზაზე გადასასვლელად. ჩვენ როგორც შეგვიძლია სწრაფ ტემპში ვიმოქმედებთ და ქართული მხარეც შესაბამისად სწრაფად შეძლებს განხორციელებას. გენერალური მდივანი მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს. ეს მხოლოდ დიპლომატიური ფრაზა არ არის. თარიღი ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ ეს ვიზიტი აუცილებლად შედგება. თავდაცვის მინისტრი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გამყარდა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ. ის ძალიან სწრაფად გაერკვა დეტალებში და დასახა სტრატეგიული ხედვა, რომელიც პრესასაც გაუზიარა. ის ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან ფანტასტიურად იმუშავა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას. მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში“,-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)