02:36 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 09:46:51, 2166 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი პასუხი გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება

მიუხედავად უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკ აბახტაძემ გაეოს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

"ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics